logo_geo
რომის პაპი: შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ემუქრება
- +

24 იანვარი. 2022. 11:14

 

რომის პაპმა ფრანცისკემ ყოველკვირეული მიმართვისას უკრაინაში მზარდი დაძაბულობა აღნიშნა და ასევე დიპლომატიის გზის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა.

 

„მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ემუქრება და ევროპის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს, რასაც კიდევ უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

რომის პაპმა კეთილი ნების მქონე ყველა ადამიანს მოუწოდა, ილოცონ, რათა ყველა პოლიტიკური ინიციატივა ადამიანურ ძმობას ემსახურებოდეს და არა პარტიულ ინტერესებს.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

big_banner
არქივი