logo_geo
ჯულიან ასანჟს ამერიკაში ექსტრადირების გასაჩივრების უფლება მიენიჭა
- +

24 იანვარი. 2022. 16:58

 

ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს ამერიკაში ექსტრადირების გასაჩივრება მიენიჭა, - ამის შესახებ CNN წერს.

 

2019 წლის შემდეგ, ასანჟი სასჯელს ბელმარშის ციხეში იხდის.

 

გასული წლის 10 დეკემბერს ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის აპელაციას ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ.

 

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

big_banner
არქივი