logo_geo
ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ელექტროენერგია გამოირთო
- +

25 იანვარი. 2022. 14:25

 

 

ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის დიდ ქალაქებში ელექტროენერგია გამოირთო, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ელექტროენერგიის გამორთვა ყაზახეთში მთავარი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებამ გამოიწვია.

 

აღნიშნული სახელმწიფოების ელექტროგადამცემი ქსელები ურთიერთდაკავშირებულია და ყაზახეთის გავლით რუსეთის ელექტროქსელს უკავშირდება, რომელიც შესაძლო დეფიციტის დასაფარად გამოიყენება, თუმცა ყაზახეთის ჩრდილოეთით მდებარე ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სამხრეთ ყაზახეთს და მის ორ მეზობელ სახელმწიფოს ჩრდილოეთ ყაზახეთის მთავარ ელექტროსადგურებთან და რუსეთის ქსელთან აკავშირებს, ქსელის ცენტრალურ ნაწილში „მოულოდნელი გადატვირთვის“ გამო გათიშული იყო.

 

შუქის გამორთვამ მთელ რეგიონში ქაოსი გამოიწვია. რამდენიმე საათის განმავლობაში, მეტროს მატარებლები გვირაბებში იყო ჩარჩენილი, ზოგიერთი ადამიანი ლიფტში ჩარჩა, აეროპორტები დაიხურა, შუქნიშნები არ მუშაობდა.

 

შესაძლოა, რომ ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მაინერების პრობლემამ გამოიწვია. ყაზახეთი კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელექტროენერგიის დეფიციტს ადრეც განიცდიდა, რის გამოც ხელისუფლებამ მათთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა დაიწყო. 

 

 

big_banner
არქივი