logo_geo
ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკა არანაირად არ პასუხობს ნატოს, ევროკავშირისა და გერმანიის პარტნიორების მოთხოვნებს
- +

25 იანვარი. 2022. 21:08

 

 

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის საკითხზე გერმანიის პოზიცია მკვეთრად გააკრიტიკა.

 

„რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკა არანაირად არ პასუხობს ნატოს, ევროკავშირისა და გერმანიის პარტნიორების მოთხოვნებს. რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკა ჩვენს დროში არ ჯდება“, - აღნიშნა არტის პაბრიკსმა.

 

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდ შეცდომად მიიჩნევს გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის პოზიციას, რომ გერმანიამ უკრაინას საველე ჰოსპიტალები უნდა გადასცეს და არა შეიარაღება.

 

„გერმანელ პოლიტიკოსებს უკვე აღარ ესმით რა არის შეკავების პოლიტიკა“, - განაცხადა მან.

 

22 იანვარს, გაზეთ The Wall Street Journal-მა გერმანელ და ესტონელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს.

 

 

big_banner
არქივი