logo_geo
ფლორიდის სანაპიროსთან 40-მდე ადამიანს ეძებენ
- +

26 იანვარი. 2022. 00:50

 

აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლები ეძებენ 39 ადამიანს, რომელთა ნავიც ფლორიდის სანაპიროსთან გადაბრუნდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

შემთხვევისას გადარჩენილი ერთი კაცი მეთევზემ ქალაქ პორტ პირსის ნაპირიდან 72 კილომეტრის მოშორებით შენიშნა და სამაშველო სამსახურს შეატყობინა.

 

გადარჩენილი ამბობს, რომ ადამიანთა ჯგუფი ბაჰამის კუნძულებიდან, ბიმინიდან, შაბათს, ღამით გაემგზავრა, თუმცა ამინდი გაუარესდა და ნავი გადატრიალდა. არცერთ მგზავრს სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.

 

ოფიციალური პირები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ადამიანები აშშ-ში უკანონოდ ცდილობდნენ შეღწევას.

 

 

big_banner
არქივი