logo_geo
უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დატოვება ახლავე განიხილონ
- +

26 იანვარი. 2022. 20:31

 

„უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დატოვება ახლავე განიხილონ“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო, უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება არაპროგნოზირებადია და შეიძლება გაუარესდეს.

 

24 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

 

 

big_banner
არქივი