logo_geo
აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა - აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის
- +

26 იანვარი. 2022. 22:48

 

„აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

 

„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატია გვირჩევნია და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.

 

ოფიციალური მოსკოვი აშშ-სა და ნატოსგან ითხოვს:

 

გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება

არ განთავსდეს დამატებითი ჯარები და იარაღი იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ისინი 1997 წლის მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ

უარი ითქვას ნატოს სამხედრო აქტივობებზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

არ განთავსდეს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება

არ ჩატარდეს წვრთნები ერთზე მეტ სამხედრო ბრიგადასთან შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში და რეგულარულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა სამხედრო წვრთნების შესახებ

დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და შეთანხმდნენ, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით გადაწყდება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან

ვალდებულება, რომ არ შეიქმნება ისეთი პირობები, რომელიც მეორე მხარის მიერ საფრთხედ შეიძლება აღიქმებოდეს ცხელი ხაზების შექმნა საგანგებო კონტაქტებისთვის.

 

 

big_banner
არქივი