logo_geo
იაკუტიაში მარათონი -53-გრადუსიან ყინვაში ჩატარდა
- +

27 იანვარი. 2022. 12:20

 

 

რუსეთში, იაკუტიაში, დაბა ოიმიაკონში, რომელიც „სიცივის პოლუსად“ ითვლება, -53 გრადუსში, მარათონი ჩაატარეს. მოვლენა, სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნში აისახება.

 

ამ დრომდე, რეკორდულად მიიჩნევა 2001 წელს, ციმბირში ჩატარებული მარათონი, რომელიც -38-გრადუსიან ყინვაში გაიმართა.

 

2022 წლის მარათონის გამარჯვებული რუსი ვასილი ლუკინი გახდა, რომელმაც მანძილი 3 საათსა და 22 წუთში დაფარა. ქალთა შორის გაიმარჯვა მარინა სედალიშჩევამ.

 

 

 

big_banner
არქივი