logo_geo
აფრიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
- +

27 იანვარი. 2022. 12:54

 

 

მოზამბიკსა და მალავიში ტროპიკული შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

გრიგალის შედეგად დაშავებულთა საერთო რაოდენობა 20 ათასს შეადგენს. 3000-ზე მეტი სახლი დაინგრა, მათ შორის არის სამედიცინო ცენტრები და სკოლები. ასევე რეგიონში გათიშულია ელექტროენერგია.

 

მოზამბიკში და სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში ბოლო წლებში სერიოზული შტორმები და ციკლონები დაფიქსირდა. ამის გამო ბევრი ადამიანი იძულებული იყო, რომ საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.

 

ექსპერტები სტიქიურ უბედურებებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, რამაც ოკეანის ტემპერატურის მატება გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი