logo_geo
ატლანტის ზოოპარკში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამალი გორილა მოკვდა
- +

27 იანვარი. 2022. 18:46

 

 

აშშ-ში, ატლანტის ზოოპარკში მამალი გორილა, სახელად „ოზი“ 61 წლის ასაკში მოკვდა. ინფორმაცია ზოოპარკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

 

გორილას სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტყვეობაში გორილას სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 წელია, „ოზი“ უბრალოდ სიბერით მოკვდა. გასულ წელს „ოზიმ“ და კიდევ რამდენიმე გორილამ კორონავირუსი გადაიტანეს, თუმცა მალე გამოჯანმრთელდნენ.

 

„ოზი“ მსოფლიოში ყველაზე  ხანდაზმული მამალი გორილა იყო, საერთოდ გორილებში კი ასაკით მესამე. ასევე, ის იყო პირველი გორილა, ვისაც არტერიული წნევა გაუზომეს - ეს ისტორიული ფაქტი 2009 წელს მოხდა.

 

 

big_banner
არქივი