logo_geo
აშშ უკრაინის საზღვრებზე არსებული ვითარების საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს
- +

28 იანვარი. 2022. 12:40

 

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვრებზე არსებული ვითარების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 31 იანვარს გაიმართება.

 

„უკრაინასთან და უშიშროების საბჭოში პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ, აშშ-მა უშიშროების საბჭოს ღია სხდომა მოიწვია, რათა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი განიხილოს: რუსეთის მუქარის შემცველი ქცევა უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვრებსა და ბელარუსში“, - ნათქვამია გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.

 

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრებმა უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ, რა დევს სასწორზე უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ევროპისა და ასევე საერთაშორისო წესრიგის ძირითადი ვალდებულებებისა და პრინციპებისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.

 

 

big_banner
არქივი