უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სახლიდან 15 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სახლის ნაწილი ჩამოინგრა, საერთო ჯამში დაზიანებულია 7 ბინა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ოპერაციას აწარმოებდნენ.