logo_geo
ალექსანდრ ლუკაშენკო: ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსს ან რუსეთს თავს დაესხმებიან
- +

28 იანვარი. 2022. 14:27

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკს ომის არანაირი ინტერესი არ აქვს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

დეპუტატებისა და ოფიციალური პირების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კონფლიქტი შესაძლებელი მხოლოდ ბელარუსის ან მის ახლო მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმის შემთხვევაში იქნება.

 

რუსეთი და ბელარუსი თებერვალში უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო წვრთნების გამართვას გეგმავენ.

 

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთი ფლანგის დაცვა მნიშვნელოვანია და წვრთნები მინსკს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა ტერიტორიებზე სჭირდება ძალების კონცენტრირება.

 

 

big_banner
არქივი