logo_geo
The Wall Street Journal: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა
- +

28 იანვარი. 2022. 23:53

 

 

 

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი დასავლეთის თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ თავდასხმა აუცილებლად მოხდება, ის ბრძოლის წინაპირობაა.

 

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

big_banner
არქივი