logo_geo
იტალიაში პრეზიდენტის არჩევის მეხუთე მცდელობა ჩავარდა
- +

29 იანვარი. 2022. 02:43

 

 

იტალიის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მეხუთე ცდაზე აირჩია. სენატის „კონსერვატორი“ ლიდერმა, მარია ელიზაბეტა კასელატიმ, რომელიც პარტიებმა „წინ, იტალია“, „ლიგა“ და „იტალიის ძმები“ წარადგინეს, 382 ხმა მიიღო, 406-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტად არჩევისთვის კასელატის 505 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

 

24 იანვრიდან იტალიის პარლამენტი სერჯო მატარელას მემკვიდრის არჩევას ცდილობს. დღესვე პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის მეექვსე მცდელობა გაიმართება. პროცესი გაგრძელდება ყოველდღიურად, დღეში ორი კენჭისყრით, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება.

 

Reuters-ის ცნობით, კონსენსუსის მიუღწევლობა ქვეყანაში პოლიტიკურ ატმოსფეროზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც შეიძლება აისახოს პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგი მთავრობის მხარდამჭერი კოალიციის მომავალზე. თავად მარიო დრაგი, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად, აცხადებს, რომ შესაძლოა დატოვოს პრემიერის თანამდებობა, თუ მმართველო კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაიშლება.

 

 

big_banner
არქივი