logo_geo
Reuters: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო, რაც შესაძლოა მომავალში დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ დასჭირდეს
- +

29 იანვარი. 2022. 13:44

 

 

„რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო“, - ამის შესახებ სააგენტო Reuters სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს.

 

მათი განცხადებით, ასეთი მცირე დეტალები რეალურად დიდ გავლენას ახდენს იმის შეფასებაზე, თუ რა დონეზეა მოსკოვის მზადყოფნა საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის. მათივე განმარტებით, თუ საბრძოლო ქმედებები ნამდვილად დაიწყო, სისხლის მარაგები დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.

 

თავის მხრივ, გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გადაისროლა.

 

 

big_banner
არქივი