ისრაელში გაათავისუფლეს 14 წლის ბიჭი, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე ჩაკეტეს. ბიჭი სახლიდან მხოლოდ თვეში 2-ჯერ, ღამით, ეზოში გაჰყავდათ, ხანდახან - აივანზე, გალიაში.
მშობლები დააკავეს. ისინი აცხადებენ, რომ შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. ცოლ-ქმარი ისრაელში საცხოვრებლად რუსეთიდან 2009 წელს გადავიდა. მშობლებმა ხელისუფლებას არ აცნობეს, რომ შვილი გაუჩნდათ.
პოლიციას ინფორმაცია მეზობლებმა მიაწოდეს.