logo_geo
ინდონეზიაში ზღვამ გაურკვეველი არსების გიგანტური სხეული გამორიყა
- +

13 მაისი. 2017. 17:40



ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, ზღვამ გაურკვეველი არსების მკვდარი სხეული გამორიყა.


დასისხლიანებული ქმნილება კუნძულ სერამის სანაპიროზე, თავთხელ წყალში ტივტივებს. ადგილობრივებმა ის რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.


ცხოველი გიგანტურია, სიგრძეში დაახლოებით 15 მეტრია, სიგანეში 6-7 მ.


ადგილობრივი გამოცემა Beritasatu.com-ის მიხედვით, ის გიგანტური მოლუსკია, ზოგიერთის აზრით კი შესაძლოა ვეშაპი ან სპილოც კი იყოს.


როგორც გამოცემა HuffPost-ს საზღვაო ექსპერტებმა განუცხადეს, სავარაუდოდ, ეს ქმნილება უკბილო ვეშაპის ერთ-ერთი სახეობაა. 


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი