logo_geo
„ბარსელონას“ ფეხბურთელი ჟერარ პიკე საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

14 მაისი. 2017. 17:18


კატალონიის „ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ჟერარ პიკე საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელთა უკანახაზელს კუჭის პრობლემები აწუხებს.


ჟერარ პიკემ მიმდინარე კვირაში კლუბის ვარჯიშები გააცდინა.


ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. თუმცა დადასტურებულია, რომ პიკე „ლას პალმასთან" გასამართ, ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი