logo_geo
Toyota მფრინავი მანქანის შექმნის იდეას მხარს უჭერს
- +

15 მაისი. 2017. 00:32



BBC-ის ინფორმაციით, ავტომანქანების იაპონურმა მწარმოებელმა Toyota მფრინავი მანქანის შექმნაზე მომუშავე ინჟინერთა ჯგუფს მხარს უჭერს. კომპანიამ 352.4 ათასი დოლარი მისცა დამწყებ ორგანიზაციას სახელწოდებით - Cartivator, რომელიც მფრინავი მანქანის იდეაზე მუშაობს. ამიერიდან Toyota პროექტ Skydrive-ის მხარდამჭერია, რომელიც გულისხმობს უპილოტო მფრინავი მანქანის შექმნას, რომელსაც სამი ბორბალი და ტურბინის 4 თვალი იქნება. პროექტზე მომუშავე 30 ინჟინერი იმედოვნებს, რომ მანქანის პროტოტიპი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იქნება.


Skydrive-ის ცნობით, მანქანის სიგრძე 2.9 მეტრი, სიგანე კი 1.3. მეტრი უნდა იყოს და ამ მონაცემებით ის ყველაზე პატარა მფრინავი მანქანა იქნება მსოფლიოში. რაც შეეხება ფრენის მონაცემებს, ინჟინრების თქმით, მანქანა მიწიდან 10 მეტრ სიმაღლეზე 100 კმ/სთ-ით ფრენას შეძლებს.




 

big_banner
არქივი