logo_geo
„ჩემი გული ყველაფერს გაუძლებს“ – „ევროვიზია“ გულის დაავადების მქონე 27 წლის ბიჭმა მოიგო
- +

15 მაისი. 2017. 11:02


„ევროვიზია" 2017 დასულდა და მისი გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი, 27 წლის სალვადორ სობრალი გახდა. მისმა სიმღერამ და გამორჩეულმა ხმამ უამრავი ადამიანი მოხიბლა და ბიჭს გამარჯვება მოუტანა, თუმცა თავად ამბობს, რომ ამას ნამდვილად არ ელოდა.


სალვადორი დაბადებიდან ავადაა, აქვს გულის მანკი, ამიტომ კონკურსის ორგანიზატორები პორტუგალიელებმა თავიდანვე გააფრთხილეს, რომ სალვადორს გულის მძიმე დაავადება ჰქონდა და თუ რამე დაუგეგმავი მოხდებოდა, მას თავისი და შესცვლიდა. ასევე კონკურსის ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს სალვადორის შემთხვევაში და მან ნახევარფინალის გენერალური რეპეტიციები გამოტოვა. სალვადორს ნებაც დართეს, უკანასკნელ მომენტში ჩაფრენილიყო კიევში.


ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ყველა გაგებით არ შეხვდა. ეს სხვა მონაწილეების თაყვანისმცემლებმა ხელმძღვანელობის მხრიდან გადამეტებულ დათმობად მიიჩნიეს. მიუხედავად ყველფრისა, სალვადორის ნიჭმა და მიზანდასახულობამ ყველას აჯობა და დღეს ის უკვე გამარჯვებულია.


თავის სიმღერაში სალვადორი მღერის გულზე, ტექსტის თანახმად კი, „ყველაფერს გაუძლებს და ორის ნაცვლადაც შეიყვარებს".





 

big_banner
არქივი