logo_geo
სომხეთში ნოეს კიდობანს ააშენებენ
- +

15 მაისი. 2017. 21:43


სომხეთში კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსი „ნოეს კიდობანი" უნდა ააშენონ. პროექტის ინიციატორი ფონდი „ავაშენოთ მთელმა ერმაა". ინფორმაციას გამოცემა newsarmenia.am ავრცელებს.


ორგანიზატორების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს იმავე აგებულებისა და ზომის კიდობნის აშენებას, როგორიც ძველ აღთქმაშია აღწერილი.


პროექტს განსახილველად სომხეთის მთავრობას წარუდგნენ, მისი მშენებლობა კი ტერიტორიის გამოყოფის შემდეგ დაიწყება.


პროექტის შესაბამისად, კიდობანში 200 პავილიონი განთავსდება, თითოეულ მათგანში კი სხვადასხვა სახელმწიფოსა და ერის დროშები, გერბები და კულტურული ექსპონატები გამოიფინება. ასევე, იქნება გალერეა, ბიბლიოთეკა, დარბაზები. გარდა ამისა, კიდობანში ტურისტებისა და მომლოცველების განთავსებაც იქნება შესაძლებელი.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი