logo_geo
შვეიცარიიდან პუტინის საყვარლის გაძევებას ითხოვენ
- +

18 მარტი. 2022. 13:58

 

 

პეტიციის ინიციატორების თქმით, პუტინის საყვარლის ევროპული სახელმწიფოში დარჩენა მიუღებელია.

 

გლობალურმა ვებსაიტმა change.org -მა მოუწოდა შვეიცარიის ხელისუფლებას, ქვეყნიდან დეპორტაცია გაუკეთონ ვლადიმერ პუტინის საყვარელს. ალინა კაბაევას, სპორტსმენს და სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატს.

 

პეტიციის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ცნობილია, როგორც დიქტატორისა და სამხედრო დამნაშავის- პუტინის ფავორიტი.

 

 

„ძვირფასო შვეიცარიის კონფედერაციავ, რატომ აძლევთ უფლებას პუტინის რეჟიმის წევრებს, დარჩნენ ქვეყანაში? გთხოვთ, დაუკავშიროთ ალინა ევა ბრაუნ კაბაევა მის ფიურერს, ვლადიმირ პუტინს“, - ნათქვამია პეტიციაში.

 

მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ შვეიცარიამ უახლეს ისტორიაში პირველად დაარღვია ნეიტრალიტეტი, რაც ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია და ანტირუსულ სანქციებს დაუჭირა მხარი .

 

ამ დროისთვის პეტიციას უკვე 41000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი .

 

ალინა კაბაევა საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება - ბოლოს საჯაროდ გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა, როდესაც ტოკიოს ოლიმპიადაზე სკანდალის გამო კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

 

პუტინის ფავორიტი ქალი, 38 წლის ალინა კაბაევა ჯერ კიდევ პანდემიამდე ძირითადად შვეიცარიაში იმყოფებოდა. ამჟამად ცხოვრობს წყნარ ადგილზე იტალიის საზღვართან ახლოს.

 

ომის დაწყების შემდეგ ალინა კაბაევამ საჯარო განცხადება გააკეთა და დაგმო რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციები, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება აწესებს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის გამო“.

 

დიდი ხანია დადის ჭორები, რომ ალინა კაბაევამ პუტინისგან ტყუპი გააჩინა, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავს.

 

პაპარაცებმა 2018 წლის ფოტოც გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, რომ ალინა კაბაევას ორსულობის დასაფარად ფართო კაბა აცვია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი