ზიმბაბვეში ნიანგებმა მღვდელი ჯონათან მჰვეტვი შეჭამეს. უბედური შემთხვევა ქვეყნის იმ ნაწილში მოხდა, სადაც მდინარეებში ნიანგთა დიდი რაოდენობაა გავრცელებული. ინფორმაციას „daily mail" ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი, ღვთისმსახურის ერთ-ერთი მოსწავლე ამბობს, ჯონათან მჰვეტვი მდინარეში შევიდა, 30 მეტრი გაცურა და, როდესაც უკვე ნაპირზე უნდა ამოსულიყო, სწორედ მაშინ გახდა ნიანგების მსხვერპლი.
„მდინარეში შესვლამდე ის მთელი კვირა ლოცულობდა, თუმცა, ნიანგებმა ნახევარ წუთში შეჭამეს", - განუცხადა ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მღვდლის მოსწავლემ.
ცოტა ხნით ადრე, ზიმბაბვეში ნიანგებმა პროფესიონალი მონადირე შეჭამეს.