logo_geo
პლასტმასით ყველაზე დაბინძურებული ადგილი დედამიწაზე
- +

17 მაისი. 2017. 22:43


წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში, არის ერთი შორეული, დაუსახლებელი კუნძული, რომელიც უახლოესი დასახლებული ცენტრიდან 5000 კილომეტრითაა დაშორებული.


ალბათ ფიქრობთ, რომ ეს იზოლირებული ნაკრძალი სრულიად ხელუხლებელი იქნება, მაგრამ ცდებით. კუნძული ჰენდერსონი, რომელიც იმდენად მოშორებულია დანარჩენი სამყაროსგან, რომ მხოლოდ მეცნიერები თუ სტუმრობენ ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ - დიდი უბედურების ქვეშაა. კუნძულის სანაპიროებზე გამორიყულია მილიონობით პლასტიკური ნარჩენი. დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ მსგავსი მასშტაბის შემთხვევა მეცნიერებს სხვაგან არსად უანახავთ.


ტასმანიის უნივერსიტეტის საზღვაო ეკო-ტოქსიკოლოგის, ჯენიფერ ლევერსის ახალი კვლევის მიხედვით, კუნძულ ჰენდერსონის პლაჟების ყოველ კვადრატულ მეტრზე 671 პლასტიკური ნარჩენი გდია - დაბიბნძურების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე მთელ მსოფლიოში.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კუნძულზე დაახლოებით 37,7 მილიონი პოლიეთილენის პარკი გდია. შედეგად, სრულიად დაუსახლებელი ჰენდერსონი, რომელიც თითქოს იდილიური, ხელუხლებელი ატოლი უნდა იყოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია.


„კუნძულ ჰენდერსონის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ პლასტიკურ დაბინძურებას ვერსად გავექცევით, ოკეანეების ყველაზე მიყრუებულ ადგილებშიც კი", - ამბობს ლევერსი.



 


„ხუთ ადგილზე აღებული ნიმუშების მიხედვით ირკვევა, რომ კუნძულზე გამორიყულია 17 ტონა პლასტიკური ნარჩენი; თითოეულ პლაჟზე ყოველდღიურად 3570-ზე მეტი პლასტმასის ახალი ნარჩენი გამოირიყება". 


ჰენდერსონი უდიდესია პიტკერნის ოთხ კუნძულს შორის; ტერიტორია გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაშია.


მიუხედავად მდებარეობისა, კუნძულის პოზიცია მაგნიტივით იზიდავს მოტივტივე ნარჩენებს. ჰენდერსონი სამხრეთ წყნაროკეანურ წრეში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკეანის მბრუნავი დინებები ნარჩენებს ყველგან აგროვებს და ჰენდერსონისკენ მიაქვს. 


მკვლევართა განცხადებით, ჰენდერსონის დაბინძურების მათეული შეფასება შესაძლოა სინამდვილეში პრობლემას შემცირებულადაც კი წარმოაჩენდეს, რადგან ნიმუშები მხოლოდ სანაპირო ზონებში აიღეს, 2 მილიმეტრზე დიდი ნარჩენები მაქსიმუმ 10 სმ სიღრმეზე.


კვლევა სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა ეს დრო საკამრისი აღმოჩნდა, რათა მეცნიერებს ყველა საჭირო ცნობა მიეღოთ და ეხილათ თუ რა ზიანი ადგებათ ზღვის ცხოველებს, განსაკუთრებით კი ზღვის კუს.

 

„აქ თქვენ ნახავთ სათამაშო ჯარისკაცებსა თუ კამათლებს. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ბავშვობაში დაბრუნდი", -ამბობს ლევრსი.


კვლევის დროს, მეცნიერებმა დაითვალეს ადამიანის მიერ დამზადებული 53 000-ზე მეტი ნარჩენი, რომლებიც 24 სხვადასხვა ქვეყანაში იყო წარმოებული.


პრობლემას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტიც, რომ პლასტმასი იმტვრევა და ერთი ნაჭრიდან ათასობით პატარა ნაჭერი ჩნდება.


ლევერსის განცხადებით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა პლასტიკის წარმოების შემცირებაა.


ამჟამად, მსოფლიო პლასტიკური ნაწარმოს ოდენობა 300 მილიონ ტონაზე მეტია. მაჩვენებელი ექვსჯერაა გაზრდილი 1970-იანი წლების შემდეგ.

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი