logo_geo
სმარტფონები, რომლებიც 5 წუთში იტენება, მომავალი წლიდან გამოვა
- +

18 მაისი. 2017. 12:01




BBC-ის ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიო ბაზარზე ახალი სმარტფონები გამოვა, რომლებიც 5 წუთში იტენება. პროექტის ავტორია ისრაელური სტარტაპი „StoreDot", რომელმაც ახალი თაობის ბატარეები 2015 წელს წარადგინა ლას-ვეგასში.


როგორც პროექტის ხელმძღვანელმა დორომ მაიერსდორგმა განაცხადა, ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ბატარეებით სმარტფონების სერიული წარმოება 2018 წლიდან უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, არიან სპეციალისტები, ვისაც ახალ ტექნოლოგიაში  ეჭვი ეპარებათ. თუმცა, სტარტაპის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას უკვე აქვს თანხმობა კონკრეტული კომპანიებისგან, რომლებიც ახალი თაობის ბატარეის გამოყენებისა და გამოცდისთვის მზად არიან.



 

big_banner
არქივი