logo_geo
ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობს
- +

18 მაისი. 2017. 12:13



„ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი გამოტყდა, რომ ტახტზე ასვლის შემდეგაც რეგულარულად მართავს სამგზავრო თვითმფრინავს. მონარქი თვეში ორჯერ მეორე პილოტად მუშაობდა ავიაკომპანია „KLM Cityhopper"-ის რეისებზე, თუმცა, არასოდეს ამჟღავნებდა თავის ვინაობას. მიუხედავად ამისა, მგზავრები ზოგჯერ მის ხმას ცნობდნენ",  - ამის შესახებ BBC იუწყება.


მისი ამ გატაცების შესახებ 2013 წლამდეც იყო ცნობილი, ანუ მის მეფედ კურთხევამდე. თუმცა, ის რომ ვილე-ალექსანდერი დღემდე განაგრძობდა პილოტად მუშაობას, ფართო საზოგადოებამ მხოლოდ მისი აღიარების შემდეგ შეიტყო.


რამდენიმე ხნის წინ მონარქმა აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით იმუშავებდა Boeing 747-ის პილოტად.


მეფე ვილემ-ალექსანდერი მეფე მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დედამ, დედოფალმა ბეატრიქსმა 2013 წელს ტახტზე უარი თქვა. ამ წლის აპრილში მეფე 50 წლის გახდა.



 

big_banner
არქივი