logo_geo
იაპონიის პრინცესა სიყვარულის გამო ტიტულზე უარს ამბობს
- +

18 მაისი. 2017. 12:14



„იაპონიის იმპერატორის უფროსმა შვილიშვილმა გადაწყვიტა, უარი თქვას ტიტულზე და ცოლად არატიტულოვან, რიგით ადამიანს გაჰყვეს", - ინფორმაციას ამის შესახებ „Daily Mail"  ავრცელებს.


პრინცესა მაკომ ტოკიოში საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტი დაამთავრა, ისევე როგორც მისმა 25 წლის რჩეულმა კეი კომურომ. წყვილმა ერთმანეთი 5 წლის წინ, სწორედ უნივერსიტეტში გაიცნეს. ცნობილია, რომ პრინცესამ საქმრო უკვე გააცნო ოჯახს, რომელმაც მათ ქორწინების ნება დართო.


გამოცემის ინფორმაციით, კომურო, რომელიც ამჟამად პრესტიჟულ უნივერსიტეტ ხიტოცუბასის ასპირანტურაში სწავლობს, გატაცებულია სათხილამურო სპორტით, ვიოლინოზე დაკვრითა და კულინარიით.


ქორწინების შემდეგ პრინცესა მაკოს ტიტული ჩამოერთმევა და ჩვეულებრივი მოქალაქე გახდება.


 

big_banner
არქივი