logo_geo
ციხიდან 77 პატიმრიდან 73 გაიქცა
- +

20 მაისი. 2017. 00:29


 

Reuters-ის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ კასანგულუს ციხიდან 77 პატიმრიდან 73 გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ათი მათგანის დაკავება შეძლეს.


„დამნაშავეები კედლებზე აცოცდნენ. როდესაც, ამის შესახებ დაცვას პოლიციელებისთვის თქმა სურდა, მან კარები ღია დატოვა, რის შემდეგაც პატიმრები გაიქცნენ", - ავრცელებს ადგილობრივი ვალენტინ ვანგის საზოგადოების წარმომადგენელი.


ეს კონგოს ციხეებიდან უკვე მეორე მასობრივი გაქცევაა. 17 მაისს, ქვეყნის მთავარი პენიტენციალური დაწესებულებიდან გაიქცა ადგილობრივი ქრისტიანული დაჯგუფების ლიდერი ნე მუანდა ნსემი და მასთან ერთად ასამდე პატიმარი.


 

 

 

big_banner
არქივი