logo_geo
ბრიტანელმა ძიძამ სახელად მერი პოპინსი დაირქვა
- +

20 მაისი. 2017. 00:30

 

 

Daily Mail-ის ინფორმაციით, ძიძამ ლანკაშირის სამეფოდან სახელად პამელა ტევერსის ცნობილი გმირის მიბაძვით მერი პოპინსი დაირქვა.

 

42 წლის პოპინსი, რომელსაც მანამდე ემა დევენპორტი ერქვა, 20 წელზე მეტია ამ საქმიანობით არის დაკავებული და ჯადოქარი ძიძასავითაც იცვამს. მან სახელის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პორტალზე Childcare.co.uk ნახა, რომ ეს გმირი ზღაპრულ პერსონაჟთა რეიტინგში მეორე ადგილზეა. იმისათვის, რომ მის მიმართ მოთხოვნილება გაზრდილიყო და დამქირავებელთა ყურადღება მიეპყრო, ძიძამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

მისი თქმით ბავშვენიც და მათი მშობლებიც, ვისთანაც მას უმუშავია, ხშირად ამსგავსებდნენ მას მერი პოპინსს. ქალის გადაწყვეტილებას მხარი მეუღლემ და ექვსი წლის ქალიშვილმაც დაუჭირა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი