logo_geo
ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
- +

29 აპრილი. 2022. 18:40

 

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთში ლოცვის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

 

ახლომდებარე საავადმყოფოს ექთანმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე დაშავებული კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

 

ბოლო კვირების განმავლობაში ავღანეთში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რომელთაგან ზოგიერთზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ, დიდწილად გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი შტო, მაგრამ საერთაშორისო ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანაში ტერორისტების მოქმედების რისკი ისევ რჩება.

 

 

big_banner
არქივი