logo_geo
რუსებმა ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლი აღმართეს
- +

30 აპრილი. 2022. 18:28

 

 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლი კვარცხლბეკზე დააბრუნეს. ამის შესახებ BBC News იუწყება.

 

მედიის ცნობით, შემთხვევა ხერსონის ოლქში ნოვა კახოვკაში მოხდა. ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ლენინის ძეგლი საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2014 წელს მოხსნეს.

 

აპრილის შუა რიცხვებში, ხერსონის რეგიონის კიდევ ერთ ოკუპირებულ ქალაქში, გენიჩესკში ლენინის კიდევ ერთი ძეგლი აღმართეს.

 

 

big_banner
არქივი