logo_geo
უკრაინის პოლიციის ცნობით, ბუჩაში, ხელებშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები კვლავ იპოვეს
- +

1 მაისი. 2022. 10:50

 

 

უკრაინაში, ბუჩას რაიონში, სოფელ მიროცკოესთან, ტყეში, კიდევ სამი კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათ თვალები ჰქონდათ ახვეული და ხელები - შეკრული.

 

ტანსაცმლის მიხედვით, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და არა სამხედროები. ცხედრები იდენტიფიცირებული არაა, ვინაიდან, როგორც პოლიცია აცხადებს, წამების გამო, მათი სახეების ამოცნობა რთულია.

 

 

big_banner
არქივი