logo_geo
ანჯელინა ჯოლის ლვოვში ვიზიტის რეპორტაჟი
- +

2 მაისი. 2022. 01:48

 

 

გუშინ დღის თემა ნამდვილად აღმოჩნდა ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ჩასვლა. - ვიზიტის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტის, მაია პოდგოროდეცკაიას მიერ ფეისბუქზე* გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა ცნობილი. ვიდეო გადაიღეს ლვოვის ერთ-ერთ კაფეში, სადაც ჯოლი მოულოდნელად შევიდა, რომელმაც მნახველები შოკში ჩააგდო თავისი გარეგნობით.

„თითქოს არაფერია განსაკუთრებული, უბრალოდ ლვოვში ყავაზე შემოვიდა ანჯელინა ჯოლი. უკრაინას მხარს უჭერს მთელი მსოფლიო“ - ვიდეოს თან ერთვოდა ჟურნალისტის ტექსტი.

„კეთილო ადამიანებო. ყავის დასალევად „ლვოვის კრუასანში“ შევედი და აი ანჯელინა ჯოლი დამხვდა, ისეთი ლამაზი“- ასეთი კომენტარიც იყო ვიდეოზე.

 

 

წამყვანმა გრიგორი რეშეტნიკმა თავის ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ხუმრობდა, რომ ჯოლი შეიძლება გახდეს Bachelorette რეალითი შოუს უკრაინული ვერსიის შემდეგი გმირი.

საგულისხმოა, რომ ჯოლი ჩავიდა ქვეყანაში, სადაც უმძიმესი საომარი ვითარებაა. ლვოვში სიმშვიდეს დროდადრო მაინც არღვევს სირენების ხმა. ანჯელინა ჯოლიც მოყვა ასეთ და დაცვის თანხლებით გადაიყვანეს თავშესაფარში.

ასევე, მსახიობი ეწვია ლვოვის რკინიგზის სადგურს, შეხვდა ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს საჰაერო თავდასხმა კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე, ის ასევე ეწვია სკოლა-ინტერნატს.

 

 

რთხელ, 2002 წელს, ჯოლიმ, კამბოჯაში გადაღებების დროს, ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ობოლი ბიჭი ნახა, რომელიც შემდეგ იშვილა. ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა მისი ცხოვრება. მას შემდეგ მსახიობმა აიღო მეურვეობა კიდევ ორ ბავშვზე: გოგონა ეთიოპიიდან და ბიჭი ვიეტნამიდან. გავრცელდა ჭორები სირიელი ბიჭის შვილად აყვანის შესახებაც. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ჯოლის ჰუმანიტარული მიდგომა უკრაინის მიმართ? - წერენ პრესაში.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი არის გაეროს კეთილი ნების ელჩი ლტოლვილთა საკითხებში. მანამდე ის გამოვიდა და დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რომელიც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 24 თებერვალს დაიწყო. აპრილის დასაწყისში მსახიობმა იტალიის საავადმყოფოში ბავშვები მოინახულა, რომლებიც უკრაინიდან გაიყვანეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი