logo_geo
დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი ეტაპი რუსულ ნავთობზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს
- +

2 მაისი. 2022. 11:10

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს განუცხადა, რომ ბლოკის სანქციების შემდეგი ეტაპი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს.

 

„ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

 

 

big_banner
არქივი