logo_geo
დმიტრო კულება: ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი, მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის
- +

2 მაისი. 2022. 17:32

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ებრაელებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი.

 

აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.

 

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ზოგადად, ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“, – წერს დმიტრო კულება.

 

იტალიურ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.

 

„ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. ყველა ოჯახშია ცუდი, როგორც ჩვენთან ამბობენ“, – განაცხადა ლავროვმა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

 

 

big_banner
არქივი