logo_geo
სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
- +

3 მაისი. 2022. 12:27

 

 

სომხეთში, უკვე მეორე დღეა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

News of Armenia-ს ცნობით, სომხეთის მთავრობის მეთაურის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ხალხი კვლავ ბლოკავს ქუჩებს.

 

აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტის ტალღა გაგრძელდება მანამდე, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.

 

სომხური მედიასაშუალებები წერს, რომ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს პოლიცია არაპროპორციული ძალით პასუხობს.

 

2 მაისს საპროტესტო აქციაზე 250-ზე მეტი პირი დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი