logo_geo
აშშ-ში კაცმა შეყვარებული დაახრჩო, მისი დამარხვისას კი გულის შეტევით მოკვდა
- +

12 მაისი. 2022. 01:49

 

 

აშშ-ში 60 წლის კაცმა თავისი მეგობარი ქალი მოკლა, შემდეგ კი თვითონ გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა სამხრეთ კაროლინას შტატში მოხდა. ჯოზეფ მაკკინონმა 65 წლის პატრიცია დენტი საკუთარ სახლში დაახრჩო. ამის შემდეგ, გვამის გადამალვის მიზნით კაცმა საკუთარი სახლის უკანა ეზოში სამარხი გათხარა. დენტის ცხედრის დამარხვისას მაკკინონს გულის შეტევა დაემართა, რის შედეგადაც მკვლელი თავად გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც ეზოში მაკკინონის ცხედარი დაინახეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

big_banner
არქივი