logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინელების მამაცობის, სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია და სახელია
- +

12 მაისი. 2022. 13:07

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკი ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებას ვიდეომიმართვით ჩაერთო და უკრაინელი ხალხის სიმამაცის შესახებ უამბო.

 

„უკრაინელი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ატლანტიკურ საბჭოს ჯილდოსთვის. შეაფასეთ უკრაინელი ხალხი სწორად და სამართლიანად, რადგან ეს სიმამაცე ჩვენი ეროვნული ხასიათის ნიშანია. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს და აღფრთოვანებულია უკრაინელების გმირობით. ამავდროულად, არ მინდა, რომ ეს რუტინა გახდეს. ამისათვის, უნდა ითქვას და გვახსოვდეს, რომ უკრაინელების მამაცობის, სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია და სახელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი