logo_geo
16 მაისიდან ევროკავშირის მასშტაბით ფრენებისას პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
- +

12 მაისი. 2022. 13:59

 

 

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, 16 მაისიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველები აეროპორტებში პირბადის გარეშე დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას france24 ავრცელებს.

 

„მომავალი კვირიდან, საჰაერო მოგზაურობისას პირბადეების ტარება აღარ იქნება სავალდებულო. ეს გადაწყვეტილება ზუსტად შეესაბამება ევროპაში საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობისას მიღებულ კოვიდწესებს. ეს ყველა ჩვენგანისთვის შვებაა, რადგან საბოლოოდ მივდივართ პანდემიის იმ ეტაპზე, სადაც შეგვიძლია უსაფრთხოების ზომების შემსუბუქება დავიწყოთ“, - წერია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

 

გერმანია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეს რეგულაცია ძალაში დატოვა

 

ცნობისთვის: აპრილში მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-ის ზოგიერთმა ავიაკომპანიამაც მიიღო. თუმცა, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი ახალ ინსტრუქციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულოა.

 

 

big_banner
არქივი