logo_geo
ილონ მასკის განცხადებით, Twitter-ის შეძენის პროცესი „დროებით შეჩერებულია“
- +

14 მაისი. 2022. 01:15

 

 

ბიზნესმენ ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Twitter-ის შეძენის პროცესი „დროებით შეჩერებულია“. ამის მიზეზად მასკი სოციალურ ქსელში სპამ- და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობის დათვლა დაასახელა.

მასკის ამ განცხადების შემდეგ Twitter-ის აქციები 20%-ით გაუფასურდა, თუმცა შემდეგ ცოტათი გაძვირდა.

მასკის განცხადებით, ახლა უნდა დადასტურდეს ის შეფასება, რომ სპამ- და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობა მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შესაძლებელია, რომ სპამ- და ფეიკ-ანგარიშების რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხის გამო მასკმა Twitter-ი აღარ შეიძინოს.

 

 

big_banner
არქივი