logo_geo
ალექსეი არესტოვიჩი: გერმანელები და ფრანგები ჩაეჭიდნენ პუტინთან შერიგების პირველივე შესაძლებლობას, ამიტომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია
- +

14 მაისი. 2022. 10:38

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებს საკმაოდ ბუნდოვანი უწოდა.

 

მისი განცხადებით, გერმანელები და ფრანგები ჩაეჭიდნენ ვლადიმერ პუტინთან შერიგების პირველივე შესაძლებლობას და ბიზნესს უკრაინის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

 

„როგორც კი რუსეთის ემისრები, არაოფიციალურად, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბუჩაში და სხვა ქალაქებში მოხდა, დასავლურ ქვეყნებში ჩავიდნენ, გერმანელები და ფრანგები ჩაეჭიდნენ კანიბალთან შერიგების პირველივე შესაძლებლობას. ამბობენ, რომ ევროკავშირი რთული კონსტრუქციაა და უკრაინის მიღებას ათწლეულები დასჭირდება. გერმანელებს კი ამ დრომდე არ მოუციათ იარაღი, რომელიც მათ აქვთ. პუტინთან შერიგება უამრავ ადამიანს სურს. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რა ძალებს ჩართავს საქმეში კრემლი, როდესაც საქმე უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეალურ კენჭისყრამდე მივა. იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული ევროპელები ეძებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, შერიგდნენ პუტინთან და ბიზნესი უკრაინის ინტერესებზე მაღლა დააყენონ, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა ჩვენ ვიბრძოლებთ“, - აცხადებს არესტოვიჩი მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.

 

 

big_banner
არქივი