რუსეთის თავდაპირველი გეგმის ცენტრალურ ნაწილს, დიდი ალბათობით, დაკავებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების გაყალბება წარმოადგენდა, რათა შემდეგ ამ რეგიონებში პრორუსული ხელისუფლება ჩამოყალიბებულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თუ რუსეთი ხერსონის ოლქში რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს, დიდი ალბათობით, შედეგები გაყალბებული იქნება, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის შემადგენლობიდან გასვლას ემხრობა.