logo_geo
„ჩვენი გემი მზად არის“ - თურქეთი „აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანისა და სტამბოლში გემით ჩაყვანის გეგმას განიხილავს
- +

15 მაისი. 2022. 12:44

 

 

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს „აზოვსტალიდან“ დაჭრილი მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების გამოყვანის საკითხზე. მისი თქმით, განიხილება „აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანისა და სტამბოლში გემით ჩაყვანის გეგმა

 

„ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ „აზოვსტალში“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოვიყვანოთ იქიდან დაჭრილი მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ბევრი შეთავაზება და გეგმა გვქონდა სამხედროების ბერდიანსკში გადაყვანაზე, შემდეგ კი იქიდან გემით სტამბოლში ჩაყვანაზე. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ განიხილება. როდესაც კიევში ვიყავი, პრეზიდენტს ზელენსკისთან ერთად სწორედ ეს საკითხი განვიხილე. მოხარულები ვიქნებით, თუ შევძლებთ ამის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ და ჩვენი გემიც მზად არის“, - განაცხადა ქალინმა.

 

 

big_banner
არქივი