logo_geo
უნგრეთის პრეზიდენტი: ჩვენ სამუდამოდ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას
- +

15 მაისი. 2022. 15:12

 

 

უნგრეთის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა ინაუგურაციის ცერემონიაზე დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ პირველი ვიზიტით პოლონეთში წავა და ეს იქნება ვარშავასთან ურთიერთობების გამოსწორების აშკარა ჟესტი.

 

უნგრეთის უარი მეზობელ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე და მისი წინააღმდეგობა ევროკავშირის დაგეგმილ ემბარგოზე რუსული ნავთობის იმპორტზე, ამძიმებს ურთიერთობებს ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის.

 

„სამშაბათს, 17 მაისს, მივემგზავრები ვარშავაში პოლონელი ხალხის პრეზიდენტთან შესახვედრად. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანჯეი(დუდა), მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, როგორიც მეგობრებს შეეფერება“, - განაცხადა ნოვაკმა ინაუგურაციაზე.

 

გარდა ამისა, უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გმობს პუტინის აგრესიასა და რუსეთის უკრაინაში შეჭრას. მან დასძინა, რომ უნგრეთი უარს ამბობს ყველა იმ ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას.

 

„ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ სამუდამოდ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას“, - დასძინა მან.

 

ნოვაკმა, ასევე, აღნიშნა, რომ უნგრეთი ითხოვს ომის დანაშაულების გამოძიებას და დასჯას.

 

 

big_banner
არქივი