logo_geo
„აზოვსტალიდან“ ევაკუაციის დროს რუსებმა ავტობუსს, რომელშიც „აზოველები“ იყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს
- +

15 მაისი. 2022. 17:53

 

 

მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერებში ბლოკირებული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცებმა განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა არ შეუშვეს ოფიციალური პირები ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ აზოვის პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლემ განაცხადა.

 

„ევაკუაცია სწორედ „აზოველებმა“ განახორციელეს, რადგან რუსებმა ომბუდსმენი ლუდმილა ვერეშჩუკი, ხელისუფლების წარმომადგენლები, გაერო, წითელი ჯვარი „აზოვსტალში“ არ შეუშვეს. ისინი სადღაც ავტობუსებს ელოდნენ, „აზოველები“ კი ყველაფერში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა მებრძოლის  მეუღლემ.

 

მან, ასევე, დასძინა, რომ ერთ-ერთი ასეთი ევაკუაციის დროს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც „აზოველები“ იმყოფებოდნენ, რათა წაეყვანათ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად სამი მებრძოლი დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.

 

 

big_banner
არქივი