logo_geo
უკრაინამ აშშ-დან დაპირებული M-777 ჰაუბიცები მიიღო
- +

15 მაისი. 2022. 18:58

 

 

ამერიკამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს M-777 ჰაუბიცები გადასცა, რაც 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინაში აშშ-ის საელჩო წერს.

 

„M-777 ჰაუბიცები მოქმედებაშია. ეს არის უახლესი $800 მილიონიანი დახმარების პაკეტის ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი 90 ჰაუბიციდან ყველა, ერთის გარდა, ახლა უკრაინაშია, ბევრი მათგანი უკვე მუშაობს ფრონტის ხაზებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი