logo_geo
უკრაინელები ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ
- +

16 მაისი. 2022. 11:35

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთთან სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ. შესაბამისი ვიდეო მათ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნეს.

 

„ბატონო პრეზიდენტო, 15 აპრილს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის ქვედანაყოფი რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გავიდა“, - ამბობენ სამხედროები. იმის დასტურად, რომ მართლაც სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ, სამხედროები რუსეთის საზღვრის მხრიდან არსებულ ბანერს და მის ნომერს ასახელებენ.

 

ცნობისთვის, დაახლოებით 1 კვირის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანის დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი