უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთთან სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ. შესაბამისი ვიდეო მათ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნეს.
„ბატონო პრეზიდენტო, 15 აპრილს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის ქვედანაყოფი რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გავიდა“, - ამბობენ სამხედროები. იმის დასტურად, რომ მართლაც სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ, სამხედროები რუსეთის საზღვრის მხრიდან არსებულ ბანერს და მის ნომერს ასახელებენ.
ცნობისთვის, დაახლოებით 1 კვირის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანის დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.