logo_geo
ჯოზეფ ბორელი: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას, უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ომის გამო
- +

16 მაისი. 2022. 11:44

 

 

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას, უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ომის გამო“, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

 

„დიდი სიამოვნებაა დღევანდელი შეხვედრა კანადასთან. კანადა ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც თითქმის ყველაფერს მოიცავს. კანადა გვიბიძგებს ბევრს, რომ წინ წავწიოთ სანქციები და წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ ასევე ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ეს არის ომის გამო. რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას. ჩვენ განვიხილავთ ამას და დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ ჩვენი ისედაც ძლიერი ერთიანობისა და ასოცირების ძალისხმევას“, – განაცხადა ბორელმა.

 

 

big_banner
არქივი